ვიხილები და მოვდივარ...

1, 2, 3, 4, 5, 6, 7,8, 9,10 ვიხილები და მოვდივარ ვინც არ არის დამალული ჩემი ბრალი არ არის...
დიახ ჩემი ბრალი არ არის რომ გავიზარდეთ და დავიშალეთ, ვეღარ თუ აღარ ვხდებით ერთმაენთს...
ყველამ უკან ჩამოვიტოვეთ კარგა მანძლით თვალებზე ხელაფარებული, მუხლებ გადაღვლეფილი ბავშვობა და ჩვენ-ჩვენი გზით წავედით...
ჰო, ჩემი ბრალი არ არის რომ ყველაფერი შეიცვალა ,გარემოც ,ურთიერთობებიც და ჩვენი ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაც.უცვლელი დარჩა მხოლოდ ჩვენი თავშეყრის ადგილი. დავით კლდიაშვილის მემორიალი... (მაშინ დავითკლდიაშვილი ვინ იყო არცერთმა არ ვიცოდით ან ვიცოდით და ვერ ვაცნობიერებდით) ადგილი, სადაც ვმეგობრობდით,ვთამაშობდით,ვჩხუბობდით ,ვრიგდებოდით, გვიყვარდა და გვძულდა ერთმანეთი...ადგილი, სადაც ჩვენს შემდეგ აღარავის ურბენია,უცინია,უკიჟინია...ჩვენ ვიყავით ბოლო თაობა ვისაც მშობლები ძლივს მიგვერეკებოდნენ სახლში...
"-დედაშენი გეძახის
-აუ ვიქნები ცოტახანს
-მოდი დროზე რომ გეძახი
-მო ვ დ ი ვ ა რ
-ფუმფლე ,ფუმფლე წაიყვანეს"
არა, ჩემი ბრალი არ არის ,რომ ერთად გაზრდილებს თითქმის აღარ გვახსოვს ერთმანეთი...ჰო ყველაფერი იცვლება ჩვენს გარშემო და ჩვენც გვეცვლება შეხედულებები ერთმანეთზე,თუმცა მაინც მიყვარს ყველა საღამო თქვენთან ერთად გატარებული...მაინც მათბობს ყველა მოგონება თქვენთან დაკავშირებული...მაინც მენატრება ყველა ემოცია თქვენგან მონიჭებული....
10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17 ,18 ,19 , 20 ვიხილები და მოვდიარ დათია (ბავშვობიდან ყველაზე მაღალი იყო და უჭირდა დამალვა)  დაგინახე " სტუკა" ...ჩემი ბავშვობის გაფერადებისას თითო ფუნჯი ყველა თქვენგანს ეჭირა ,თუმცა ჩვენს შორის ყველაზე კარგად  მაინც ალიკა ხატავდა...ივიკო ცეკვავდა...თამთა ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე დინჯი იყო... ბესო ყველას ამწარებდა ,მე ყველაზე მეტად... მე ვლაპარაკობდი და ახლაც ვლაპარაკობ...ყველაზე ემოციური ბავშვი ვიყავი ყველაზე ხმამაღლა ვიცინოდი ,ყველაზე მეტს ვტიროდი და ყველაზე მეტად მიყვარდით და ახლაც ასეა...
სტუკა...
ახლა თქვენ იხუჭებით...

Popular posts from this blog

შეშლილი ჟურნალისტი ქალი

როგორ შევხვდი сovid 19-ს

როგორ დავწეროთ სცენარი