შეშლილი ჟურნალისტი ქალი

ჩემი ღიმილის გავლენა იმდენად ძლიერია ,რომ სიკეთედ ითვლება.ამიტომ ვავრცელებ უფრო მეტს და მეტჯერ.
მე გამუდმებით ვეძებ პასუხებს და მიზეზებს თუ რატომ გრძნობს ვიღაც თავს კარგად ან ცუდად,ვინ იპოვნეს და ვინ დაკარგეს,ვინ ძებნილია და ვინ დამნაშავე,რატომ უყვართ ან არ უყვართ,რატომ ცემეს ,სად მოკლეს და ეს ძებნა ზოგჯერ იმდენად მძიმეა ენერგიას მაცლის,თუმცა ახლა ემოციების დრო არ არის  ვიღიმი და გზას ვაგრძელებ.ასე თავს ვიმხნევებ და ძალებს ვიკრებ ,არაუშავს შემდეგში კიდევ უფრო რთული იქნება...ვეგუები...
თქვენც გაიღიმეთ განიტვირთებით.
დღე უფრო მარტივი გადასატანი გახდება თუ მხიარულად დაიწყებთ.
როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ ,ღიმილი ცვლის ჩემს განწყობას ,თითქოს ატყუებს ტვინს და ამით ბედნიერს მხდის.
ცხოვრება სარკეს გავს როგორი განწყობითაც ჩაიხედავ ისეთივე იქნება გზა.
მე მჭირდება ,რომ მისმენდნენ რაც შეიძლება მეტგან და მეტჯერ ამიტომ ვინარჩუნებ კარგ განწყობას ყველაზე რთული დღის შემდეგაც კი. უბედური და დაღლილი ვერავის ვერ მოვიზიდავ.მე ვალდებული ვარ შევცვალო სამყარო ,ცუდ ნიუსებს არ მივცემ უფლებას ჩააქროს ღიმილის მიზეზი...
ჩემი სამსახური ხალხის აზრზე ზემოქმედებაა, ვიღაც რომ ტირის ვდგები და ცხვირსახოცს ვაწოდებ ,სხვები მასთაც ერთად იცრემლებიან.რა მოხდება მეც მათ მსგავსად ,რომ მოვიქცე?არაფერი შეიცვლება.მოხუცის სახლს მინები არ ქონდა ,თუმცა მისი შეკეთების ვალდებულება არ მეკისრებოდა,მე კამერის წინ საზოგადოებას ვუამბე შეციებულ მარტოხელა მოხუცზე, რომელსაც არ შეუძლია გათბობა უმინო ფანჯრების გამო, ჩართვის ბოლოს კი ისევ გავიღიმე.ასე მოხდება ცვლილება.თუმცა ამის გამო გვეძახიან შეშლილებს , მათ არ ესმით , მე კარგად ვიცი ,რომ სასურველი შედეგი ასე მიიღწევა.
ჩემი გზა რთულია, მაგრამ სირთულეები გვაძლიერებს,გაღიმება კი ყველაფერს მკურნალობს.
როდესაც თანაგრძნობას გამოვხატავთ,როდესაც ვინმეს ვამშვიდებთ ,როდესაც ვთავაზობთ გზებს გულწრფელობა გვმართებს ,თუმცა ხშირად ეს მოჩვენებითი გულწრფეობაა, ვმალავთ ჩვენს დისბალანსს პროფესიულ ვალდებულებასა და პირად ემოციებს შორის და ვაგრძელებთ ღიმილს,ის უწყინარი  მეთოდია მანიპულაციის. გულწრფელ ღიმილს შეუძლია ადამიანებმა უფრო მეტად დაგიჯერონ.
ღიმილი არის უნივერსალური ენა, რომელიც იწვევს ნდობას და ხელს უწყობს ურთიერთქმედებას.
ნორმალური ქალები ფილოლოგები ხდებიან დედაჩემი დღემდე ასე აფასებს ჩემს პროფესიულ არჩევანს და იქნებ სადღაც არის კიდეც სიმართლე ამ ყველაფერში.დილიდან გადარბენაზე ხარ ავარია ,ძარცვა ,სიკვდილი და უამრავი უბედურება ხდება დღის ბოლოს კი სახლში დაბრუნებული ოჯახთან ერთად ჯდები უყურებ კომედიური ჟანრის ფილმს და გულიანად ხარხარებ, ისე ვითომ შენს თვალებს არაფერი ცუდი არ უნახავს და არც არასდროს ნახავს.
თუმცა ამასაც ხომ ამბობენ ,ვინც ბევრს იცინის ის შინაგანად ძალიან სევდიანიაო...
ალბათ ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი სევდა დაინტერესდე სხვა ადამიანების პრობლემებით და მათ კითხვებზე პასუხების ძებნაში გადაგავიწყდეს საკუთარი თავი... 

Comments

Popular posts from this blog

როგორ შევხვდი сovid 19-ს

როგორ დავწეროთ სცენარი