როგორ დავწეროთ სცენარი

 



რა არის სცენარი? სცენარი არის ხმის, გამოსახულების, ქცევისა და დიალოგების ერთობლიობა რომელიც იწერება, ფილმის ან სატელევიზიო გადაცემის შესაქმნელად.სცენარზე ხშირად რამდენიმე ადამიანი მუშაობს. განიხილავს, გადაწერს და ცვლის მის შინაარს. არსებობენ სცენარისტები რომლებიც მხოლოდ დიალოგებზე მუშაობენ, დიალოგების წერის სირთულიდან გამომდინარე. არსებობენ ასევე რეჟისორები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სცენარით აკეთებენ ფილმებს.კინო და ტელევიზია გამოსახულებითი მედიუმია, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც სცენარზე მუშაობ უნდა იფიქრო გამოსახულებაზე, განათებაზე ,ხმაზე და პერსონაჟებზეც კი, რომელსაც შემდგომში მსახიობები განასახიერებენ.

 

ნიმუში

ინტერნეტში უამრავი ცნობილი თუ უცნობი სცენარის ნიმუში მოიძებნება. უნდა წაიკითხოთ რაც შეიძლება მეტი მათგანი. დასაწყისისთვის აუცილებელია საყვარელი ფილმების სცენარებს გაეცნოთ , ეს საშუალებას მოგცემთ უკვე ნანახი ფილმი და სცენარი ერთად გაიაზროთ, გააცნობიეროთ რა-როგორ გადაწყვიტა რეჟისორმა და როგორ შეიძლება თქვენ გონებაში შექმინილი გამოსახულება სცენარის ფორმატში გაიწეროს. სამწუხაროდ ქართული ფილმების სცენარი ინტერნეტსიცრცეში არ მოიპოვება და მხოლოდ უცხოენოვანით(ინგლისურით) უნდა დავკმაყოფილდეთ.

 

იდეა

პირველ რიგში აუცილებეელია იდეის არსებობა, თუ რის შესახებ იქნება სცენარი. საბოლოო ვარიანტის მისაღებად კი ჩანაწერების გაკეთება: ყველა პატარა წვრილმანის, პერსონაჟების და მათი ერთმანეთთან ურთიერთობის მონახაზის გაკეთება. როგორები არიან ისინი, როგორ და რატომ იცვლებიან მთავარი პერსონაჟები დასაწყისიდან ბოლომდე, რა არის მათი მოტივატორი ან პირიქით.

 

წამორიდგინე ისტორია.

დაიწყე ისტორიის შინაარსის საკვანძო ამბებით. ფოკუსირება მოახდინე კონფლიქტზე, რადგან კონფლიქტი წარმოშობს დრამას.

აუცილებელია გახსოვდეს რისთვის წერ სცენარს, მოკლემეტრაჟიანი თუ სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის. რა ხანგრძლივობის ფილმისთვის მუშაობ, . არსებობს საყოველტაოდ გავრცელებული წესი,სცენარის ერთი გვერდი საეკრანო დროის ერთ წუთის ტოლფასია. ორსაათიანი ფილმისთვის 120 გვერდიანი სცენარი იწერება

 

სცენარი სამ აქტად

სცენარი ძირითადად სამი მთავარი აქტისგან შედგება, რომლებიც ერთად მთლიან ისტორიას წარმოადგენს.

პირველი აქტი: ისტორიის დასწაყისი. იმ სამყაროს გაცნობა მაყურენლისთვის სადაც მოქმედება ხდება, ფილმის ჟანრის განსაზღვრა(კომედია,დრამა, სათავგადასავლო და ..) მთავარი პერსონაჟის ან პერსონაჟების განსაზღვრა და იმ კონფლიქტის წარმოჩენა რომელსაც ისტორიის შემდეგი განვითარება მოჰყვება.მეორე აქტი: მეორე აქტი ისტორიის მთვარ ნაწილს წარმოადგენს, პროტაგონისტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, სწორედ ამ გზაზე უნდა გამოჩნდეს ქვეისტორიები. მეორე აქტის მსვლელობის დროს მთავარი პერსონაჟი უნდა იცვლებოდეს მაყურებლების თვალწინ. მესამე აქტი: მესამე აქტში ამბავი კულმინაციას აღწევს, პერსონაჟი საბოლოო სახეს იღებს, კონფლიქტი მთავრდება. შესაძლებელია ფინალი ვინმეს დაუსრულებლად და ფილმში დასმული საკითხი გადაუჭრელად მოეჩვენოს, მაგრამ დანარჩენი უკვე მაყურებლის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული.

 

სცენების დაწერა.

სცენები გადასაღები ფილმის თავებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ისინი ხდება რომელიმე კონკრეტულ ადგილას, დროის კონკრეტულ მონაკვეთში (დილა, შუადღე, ღამე, საათი) ვითარდება და ისტორიის განვითარებას უწყობს ხელს. თუ რომელიმე სცენა ამბის განვითარებაზე გავლენას არ ახდენს, მაყურებელს უმიზნოდ მოეჩვენება, ხარვეზად რომელიც მთლიან ისტორიას გააფუჭებს.


Comments

Popular posts from this blog

შეშლილი ჟურნალისტი ქალი

როგორ შევხვდი сovid 19-ს