კუთხეში დაყენებული სინდისი


რამდენჯერ შევპირებივარ მეგობარს მისვლას და აღარ მივსულვარ.რამდენჯერ გამიფიქრებია მივწერმეთქი და არ მიმიწერია.რამდენჯერ მქონია შესაძლებლობა გამოვლაპარაკებოდი და არ გამოვლაპარაკებივარ.
რამდენჯერ ყოფილა საჭირო დავხმარებოდი და არ დავხმარებივარ.რამდენჯერ მქონია სურვილი ჩავხუტებოდი და არ ჩავხუტებივარ...რამდენჯერ მიფიქრია დავურეკავმეთქი და დამვიწყებია.მერე ბევრჯერ მინანია ,თუმცა დაგვიანებული ყოფილა ჩემი სინანულიც და საკუთარი თავის კუთხეში დაყენებაც...
ყველაფრის გადადება შეიძლება ,ყველაფრის მიტოვება შეიძლება ,ყველაფრის დავიწყება შეიძლება მაგრამ ადამიანი არასოდეს არ უნდა დატოვო ,არასოდეს არ უნდა დაივიწყო ყოველთვის უნდა მოუსმინო...არიცი ,შეიძლება როგორ ჭირდები ,როგორ გელოდება ,როგორ ენატრები და იმედგაცრუება რა შედეგამდე მიგიყვანს...მეგობრისთვის ,მშობლისთვის ,შვილისთვის, ნათესავისთვის ,მეზობლისთვის დრო ყოველთვის უნდა გამონახო...ერთმანეთისთვის უნდა ვიცხოვროთ  ,მხოლოდ საკუთარი თავისთვის არაა...

Popular posts from this blog

შეშლილი ჟურნალისტი ქალი

როგორ შევხვდი сovid 19-ს

როგორ დავწეროთ სცენარი