ბაბუაწვერა(ბოლო სულის შებერვა )


ადამიანები უდარდელები ვართ,ერთმანეთს ცხოვრებას ვუნგრევთ და შემდეგ ყველაფერს გავურბივართ ჩვენივე უდარდელი ცხოვრებით
.ზოგჯერ იმ უამრავი მეგორიდან ,რომლებიც წვეულებებზე ,დაბადების დღეებზე თუ ქორწილებზე ილხენენ ჩვენთან ერთად საბოლოოდ არავინ გვრჩება...თითოეული ჩვენგანი დიდ გზას გავდივართ და ისე ახლოს მივდივართ საბოოლოო ოცნებასთან რომ გვგონია ხელიდან აღარ დაგვისხლტება,ჩვენ ყველას გვაქვს იმედი ბედნიერი მომავლის ,რომელიც უფროდაუფრო ფერმკრთალდება რაც დრო გადის ,ბედნიერება გვეკარგება ,თუმცა არაუშავს ხვალ უკეთ ვიმოქმედებთ...
ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ სინამდვილეს გავახწიოთ ,თუმცა წარსულს თავიდან ვერ ვიშორებთ...
დიახ, სწორედ  წარსულში გადახდენილ ამბავზე მინდა გიამბოთ. ჯერ კიდე სკოლის მოსწავლე ვიყავი,მე და ჩემმა მეგობრებმა თამაში მოვიგონეთ,წერილი უნდა მიგვეწერა უცნობი ადამიანისთვის ,რას დავწერდით და რატომ ამას მნიშვნელობა არქონდა ,მთავარი იყო ყოველივე რასაც მივწერდით უცნობს სიმართლე უნდა ყოფილიყო...სასაცილო ,თუმცა ამავდროულად ძალიან საინტერესო იყო ჩვენს დროში ფურცელზე ხელით დაწერილი წერილის მიღება.ჩვენ უბრალოდ საკუთარ თავებს ვცდიდით ,რამდენად შეგვეძლო გულწრფელობა უცხო ადამიანებთან,ჰოდა ,რომ არ ველოდით ისეთი შედეგი მივიღეთ, საპასუხო წეილები მოგვწერეს,ჩვენც გავუგზავნეთ პასუხის პასუხი და მოხდა ისე ,რომ თამაშის უცნობი მონაწილეები გაცილებით კარგად ვიცნობდით ერთმანეთს ვიდრე ის ადამიანები ვისთვისაც არც უცნობები ვიყავით და არც თამაში გვიწევდა.მართალია ,სულ რამდენიმე კვირას გაუძლო ჩვენმა თამაშმა ,თუმცა უზომოდ დიდი სიმოვნება მივიღეთ და მას შემდეგ მაქვს სურვილი ისევ არსებობდეს კეთილი ფოსტალიონები,წერილებით გატენილი ჩანთებით ,როგორც უწინ ჩვენი მშობლების,ბებია-ბაბუების დროს...
ვფიქრობ და წარმოვიდგენ რამდენად კარგი შეგრძნებაა აიღო კალამი და წერო მანამ სანამ ხელი არ გეტკინება,მერე გააგზავნო და რამოდენიმე დღე ელოდებოდე პასუხს,ყველაზე მაგარი კი ის არის ,რომ პასუხს ადამიანი მოგიტანს,ადამიანის დაწერილს ადამიანი მოგიტანს.
რატომღაც მგონია,რომ ასე უფრო ადვილია საკუთარი გრძნობები გულწრფელად გაუზიარო მეორე ადამიანს და არ დაიღალო,არ მოგბეზრდეს გაჩერება არ გინდოდეს...კომპიუტერი,ტელეფონი მეილი და კიდევ სხვა მისთანები ძალიან სწრაფად წამებში აგზავნიან და იღებენ შეტყობინებეს ,თუმცა კლავიატურა ემოციებს ახშობს,მართალია მოცულობა შეუზღუდავია ,თუმცა ვრცლად ერთმნეთს მაინც არ ვესაუბრებით.აქ ყველა შეტყობინების დასაწყისიც და დასასრულიც დაახლოებით იდენტურია,მშრალია,ფანტაზიას და შთაგონებას მოკლებულია...
ჩვენ ადამიანები ერთმანეთთან გულახდილ საუბარს გადავეჩვიეთ,წერას გადავეჩვიეთ ,ერთმანეთს გადავეჩვიეთ...

Comments

Popular posts from this blog

შეშლილი ჟურნალისტი ქალი

როგორ შევხვდი сovid 19-ს

როგორ დავწეროთ სცენარი