ერთი სულის ორი სხეული (ეძღვნება მეგობრებს)



არის ამბები,რომლებიც არ იწერება ,თუმცა შევეცდები მოკლედ გიამბოთ...
ერთხელ ვთქვი ,რომ მინდა ყოველმა დღემ ჩემზე კვალი დატოვოს,რომ არ მაქვს დასაკარგი წამი ,წუთი ,საათი,თუ დღე ,რომ მინდა ყველაფერი სამუდამოდ დამამახსოვრდეს და მერე სიბერეში აღარაფერი,რომ არ შემრჩება ,მოგონებებში გავლიო გრძელი ზამთარი...

ჰო და ასე ხელისგულებში მოგროვებული მოგონებებისგან შედგება ჩემი ოცი წლის ცხოვრება.გასახსენებელ ამბავთა უმეტესობა მეგობრებს უკავშირდება...
მეობრობა ურთიერთობის ერთადერთი ფორმაა ,რომელიც კარგად გამომდის და ერთი წამითაც არ მინდა ცხოვრება მათ გარეშე...
ყოველთვის მეგონა ,რომ მეგობარს შეეძლლო  ღიმილის დატოვება  იქ სადაც სხვები ტოვებენ ცრემლებს,თუმცა ისეც ხდება ,რომ ზოგჯერ მეგობარიც გტოვებს ცრემლიანს,ასეთები მეც მრავლად შემხვედრიან ,თუმცა ისინი გასახსენებლადაც არ ღირან.ხშირად მსმენია,რომ ამბობენ სიყვარული ბრმააო, აი მეგობრობა კი სიყვარულის გამო ხუჭავს თვალს. ამიტომაცაა ის ბევრად უფრო ძლიერი და დიდი გრძნობა ვიდრე სიყვარული.
ყველა ადამიანს ისეთი მეგობარი ჰყავს ,როგორიც თავად არის ,აი მე ,კი ძალიან გამიმართლა ამ საკითხში ჩემი ყველა მეგობარი გამორჩეული და განსაკუთრებულია ,არცერთი მათგანი არ გავს ერთმანეთს და სხვათაშორის არც მე არ ვგავარ მათ,თუმცა მიუხედავად ამ განსხვავებისა მაინც მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს.
ერთხელ რაღაც ჩემთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანი ნივთი ვაჩუქე ჩემს მეგბარს და უბრალოდ ვთხოვე მოფრთხილებოდა, მან კი იმაზე მეტად მოუარა იმ ნივთს ვიდრე მე ვთხოვე ან იმსახურებდა, შემთხვევითაც ,რომ შევხდე სადმე ყოველთვის თან აქვს ,როცა სხვა ნებისმიერი უყურადღებოდ მიაგდებდა სადღაც და მერე თავადაც ,რომ ძალიან ნდომოდა ვეღარ იპოვნიდა,აი ამიტომ ავირჩიე ის.
ყველას ესმის ,რასაც ამბობ,ყველა გისმენს როცა ლაპარაკობ მეგობარმა კი ზუსტად იცის რატომ ხარ ჩუმად...
რაც არ უნდა უბრალო და თავისუფალი იყო ადამიანი,საზოგადოება მაინც გაიძულებს ნიღბის გაკეთებას,ჩარჩოებში მოგაქცევს მეგობარს კი შეუძლია ამ ყველაფისგან გაგათავისუფლოს,და ზუსტად ამიტომაა ,რომ ვერასდროს და ვერსად ვერ ვგრძნობ თავს ისე კარგად ,როგორც ჩემს მეგობრებთა.
ნოდარ დუმბაძის სიტყვები გამახსენდა "ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე სხეული იმდენად მძიმე ,რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია ,ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ ,როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული" დიახ ბატონებო,მეგობრობობას ზუსტადაც ,რომ შეუძლია სული გადაგირჩინოს.
ვინ მოთვლის რამდენჯერ მთელი გულით მიცინია,მიტირია მეგობრის კალთაში თავჩადებუს.ვინ იცის  რამდენჯერ მივსულვარ ამბებით დატვირთული და დავცლილვარ მეგობრებში.რამდენჯერ გადამიშლია გული მეგობრისთვის და მერე დამრჩენია შეგრძნება თითქოს დიდი ტვირთი მიმქონდა და ის წაღებაში შემეშველა.
მარკეს აქვს გენიალურად ნათქვამი მეგობრობაზე- "ნამდვილი მეგობარი ისარის ვისაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს"
კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმა მსურს ,თუმცა ახლა წერა უნდა შევწყვიტო,ისევ მეგობრის გამო...

Comments

Popular posts from this blog

შეშლილი ჟურნალისტი ქალი

როგორ შევხვდი сovid 19-ს

როგორ დავწეროთ სცენარი