მე რომ განათლების მინისტრი ვიყო..


მე რომ განათლების მინისტრი ვიყო გადავდგებოდი.,. ავდგებოდი დავწერდი განცხადებას , ჩავალაგებდი ნივთებს და წავიდოდი სახლში.დავჯდებოდი დივანზე ტელევიზორთან და შევხედავდი ჩემს შემცვლელს ,რომელიც ყელამდე ჩაიკარგებოდა ჩემგან დატოვებულ პრობლემებში.ცინიკურად გავიღიმებდი ,როცა ჩემი შემცვლელი დანგრეული განათლების სისტემის ხელახლა აშენებას შეუდგებოდა.


მე უკვე ხელებ დაბანილი და ჯიბეებ დამძიმებული აუღელვებლად გადავხედავდი სტატისტიკურ მონაცემებს ,რომლის მიხედვითაც განათლების დონე კიდევ უფრო დაბალია და ამის გამო ჩემი სუნთვა არ გახშირდებოდა ,არ მაქვს სანერვიულო რახან ჩემი შვილები ჰარვარდს ან ოქსფორდს ამთავრებენ და სხვისი რაში მედარდება, მითუმეტეს რომ მე უკვე მყავს ჩემი ოცნების მანქანა და კეთილმოწყობილი ბინა.ჩემმა ყველასათვის გაუგებარმა ,თუმცა ინოვაციურმა იდეებმა ბანკში კაპიტალიც დამიგროვა…
მე ბევრი რამ შევცვალე: - კომბლე მოძალადე გამოვიყვანე , ფიზიკისა და ქიმიის სწავლის აუცილებლობაზე მთელი ერი დავაეჭვე.ავიხდინე ჩემი ბავშვობის ყველა ოცნება და ახლა ბავშვები სკოლებში ვაშლებს ჭამენ.მეც როცა მოსწავლე ვიყავი მსურდა ასეთი სკოლები გამარტივებული სწავლებით...მთავარი რაც იყო გავაკეთე დანარჩენზე სხვამ იფიქროს...მე დავიღალე ამიტომაც ჩემმა მომდევნომ იზრუნოს სკოლებში კრიმინალის აღმოფხვრაზე, ფსიქოლოგის არსებობის აუცილებლობაზე ,სველი წერტილების და კვების ობიექტების მოწესრიგებაზე , მასწავლებლების გადამზადებაზე…

და კიდე ერთი მე რომ განათლების ახლანდელი ან წინანდელი მინისტრი ვიყო გადავდგებოდი ფრჩილებს დავიკვნეტდი სირცხვილისგან ,რომ მინისტრობის შესაძლებლობამ გაუსაძლის მდგომარეობამდე მიმაყვანინა სისტემა….

Comments

Popular posts from this blog

შეშლილი ჟურნალისტი ქალი

როგორ შევხვდი сovid 19-ს

როგორ დავწეროთ სცენარი