თქვენს ქვეცნობიერში შეღწევას ვცდილობ


ფეისბუქზე ხშირად მწერენ რატომ აღარ წერ რამე ახალსო და აი გადავავლე თვალი განვლილ რამოდენიმე დღეს ,მოვუხმე შთაგონებას და წერა დავიწყე...
მე ზღაპრებს არ გიყვებით და არც სათქმელის შელამაზებას  არ ვცდილობ,უბრალოდ მინდა წარმოიდგინოთ ,რომ მე ვიღაცას სახეში შევაფურთხე ,ცუდი საქციელია არა? მართალიც რომ ვიყო მაინც.და რომ მივიდე და ჩემი შეფურთხებული მოვწმინდო მაინც არ ვიქნები კაი ტიპი ხო? ალბათ უარესიცაა რადგან საზოგადოებას სძულს  ისინი ვინც თავის გადაფურთხებულს უკანვე ლოკავს...
ახლა ასე ვთქვათ მე,  რომ ძალიან მდიდარი  ვიყო და ჩემთან მოსული გლახაკი გამოწვდილი ხელის გამო გავკიცხო და დახმარების მაგივრად მორალი ვუკითხო ,ვუთხრა რომ მე ვიშრომე და თუ ისიც გაანძრევს ხელს მასაც ექნება რა ადამიანი ვიქნები??
და კიდევ ერთი მე , რომ ფეხი ფეხზე გადავიდგა მზესუმზირა ვაკნატუნო და არხეინად ვიცხოვრო ,მერე კი როცა ჯიბე ისე გამომეფხიკება ,რომ მზესუმზირასაც ვეღარ ვიყიდი და ავდგე და დავიწყო ბედის ჩივილი და იმ ადამიანების ლანძღვა ვინც შრომით მიაღწია სასურველ მდგომარეობას ხელმოცარული და შურიანი ვიქნები ხო??
ამდენი კი იმიტომ ვილაპარაკე ,რომ მაინტერესებს ,როცა ამ წერილს წაიკითხავთ რას გიკარნახებთ თქვენი ქვეცნობიერი , საინტერესოა რომელი უფრო ხშირად ხართ შემფურთხებელი თუ შეფურთხებული. მშრომელი ხართ თუ ზარმაცი და ვის ადგილზე ისურვებდით ყოფნას თვითკმაყოფილი მდიდრის თუ ბედისგან დაჩაგრული გლახაკის...
სინამდვილეში კი შეიძლება შეფურხება შეფურთხებულის მიერ იყოს გამოწვეული ,სიზარმაცე შრომისგან და სიგლახაკე სიმდიდრისგან.ასევე თავისუფლადვეა შესაძლებელი , რომ ზოგჯერ შემფურთხებელი დარჩეს შეფურთხებული.ხანდახან მშრომელიც ზარმაცობს და ზარმაციც შრომობს.მდიდარიც გაღარიბებულა და ღარიბიც გამდიდრებულა.
და ბოლოს მთავარი ის კი არ არის შემფურთხებელი ხარ თუ შეფურთხებული ,მდიდარი თუ ღარიბი, მშრომელი თუ უქნარა.არამედ ის გქონდე რწმენა და გახსოვდეს ,რომ თუ დღეს პირამიდის თავში მოექეცით ხვალ შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდეთ...

Comments

Popular posts from this blog

შეშლილი ჟურნალისტი ქალი

როგორ შევხვდი сovid 19-ს

როგორ დავწეროთ სცენარი