რამ დაგაღონა???


რამ დაგაღონა ასე ,რომ სულ ტირი.ჩამოგიშვია ხელები დაბლა და თავდახრილი დადიხარ.
რა დააშავე ამოდენა ,რომ აუკრძალე საკუთარ თავს ზემოთ ახედვა.
შენს ირგვლივ ხომ უმეტესობა ზემოთ ან წინ იყურება შენ რა დაგრჩენია ამ გვალვისგან დაბზარულ მიწაზე ,რომ თვალს არ აშორებ...თითქოს უწყრები ირგვლივ ყველაფერს ,თუ არ გინდა ვინმემ თვალებში გიყუროს...თითქოს მზე და ცა აღარ არსებობს ,თითქოს დიდი ტვირთი გადევს ზურგზე...მძიმედ დადიხარ ,თითქოს თავი გებრალება შენი უკუღმართი ბედის გამო...ახლა ჩუმად ხარ,  მაგრამ მახსოვს ,მინახავს შენი ვაი ვიში და გაწეწილი თმები...ნეტავ მაშინ რას ფიქრობ ხოლმე არავის ,რომ არ უსმენ და ასე გაუთავებლად ღელავ და ტირილისგან გიმუქდება უპეები... ცოდვა ხარ საკუთარი თავი ,რომ არ გიყვარს...
გაიშალე მხრებში ,მიმოიხედე ირგვლივ ,უყურე როგორ ამაყად დააბიჯებენ შენს გარშემო ისეთები ვინც არაფრით გჯობია...აიხედე ,უყურე ცას და ისუნთქე ღრმად...
შენ ხვდები ,რომ ადამიანი მიწაა და მიწადვე იქცევა და ამიტომაც ვერ სწყვეტ მზერას.მხოლოდ შენ დაგყოლია ნიჭი ,რომ შეეგუო სტანდარტულ დასასრულს ,სხვა დანარჩენს ყველას ეშინია... არც უნდა გეშინოდეს... შენ ფიქრობ რომ დრო მოვიდა და იქნებ მართლა მოვიდა დრო...

Comments

Popular posts from this blog

შეშლილი ჟურნალისტი ქალი

როგორ შევხვდი сovid 19-ს

როგორ დავწეროთ სცენარი