სათამაშო

ბევრი ვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე ,რომ ადამიანები უმადურები ვართ,განსაკუთრებით სიცოცხლის მიმართ. თქვენ ალბათ მეტყვით ,რომ ცხოვრება არ არის ვარდებით მოფენილი,თუმცა არც ეკლებია იმდენი,რომ დასახიჩრდეთ.დასახიჩრებით კი ერთმანეთს ვასახიჩრებთ...
თუ ოცნებებმა ფრთები შეგასხა აუცილებლად მოგაჭრიან ,რომ ცაში აჭრა და განავარდება ვერ შეძლო.თუ დიდი გული გაქვს და ხსვაზე  მეტი სიყვარულის დატევა შეგიძლია აუცილებლად გაგიტეხენ ,რომ დაგაცარიელონ...
ვერთობით ერთმანეთთან თამაშით და ყველას ერთად კიდევ ბედი გვეთამაშება...იშვიათად ვართ რამით კმაყოფილი,ყოველთვის მეტი გვინდა ,ხშირად ვწუწუნებთ ,რომ რაღაც არ არის ისე ,როგორც ჩვენ გვინდა ,მაგრამ საკუთარი თავისგან გაცილებით ნაკლებს მოვითხოვთ ვიდრე სხვისგან...
ნამდვილად ,როცა ცუდად ვართ გვეჩნება ,რომ ჩვენი არავის ესმის და არავის დანახვა არ გვინდა ,თუმცა რომ გვახსოვდეს რამდენს შია,რამდენს ცივა, რამდენი ავადმყოფობას ებრძვის ,რამდენს ქუჩაში უწევს ცხოვრება უფრო გამარტივდებოდა ყველაფერი...
ზოგჯერ იწვიმებს ,გათოვდება აი ასე გადაბმულად ,მაგრამ აუცილებლად გამოანათებს მზე და აქამდე დასველების ,შეცივების შიშით ფარდებს ამოფარებული ოთახიდან გამოხვალ და მზეს მიეფიცხები.არასროს უნდა გამოტოვო ის გაზაფხული რომელსაც ელოდები...
ჩვენ გავიზარდეთ და დაგვავიწყდა ,რომ სათამაშოები ბავშობაში მივატოვეთ...თანადგომა და სიყვარული უკეთ მოგვიხდება ვიდრე ერთმანეთის გრძნობებზე თამაში...სინამდვილეში კი ჩვენ ყველა სათამაშოები ან მოთამაშეები ვართ...

Comments

Popular posts from this blog

შეშლილი ჟურნალისტი ქალი

როგორ შევხვდი сovid 19-ს

როგორ დავწეროთ სცენარი