იყო და არა იყო რა...

არც მწერალი ვარ და ალბათ არც გამომდის,თუმცა იმდენი კი ვიცი ,როგორ უნდა მოვყვე ამბავი.ისტორია რომელიც იყო და აღარ არის ჩემი სარკმლის წინ გამოცხვა.იყო წყვილი...იყო ერთი ნახვით შეყვარება და ასევე იყო ერთ დღეში ყველაფრის უნიტაზში ჩარეცხვა...

მოკლედ, ყველაფერი ზამთარში დაიწყო. ერთ სუსხიან დილას ფარდა გადავწიე და დავინახე რომ ამ ძლიერი ყინვისას მხოლოდ იმ ორს არ სციოდა,ისინი სადენზე შემომსხდარ ბეღურებს ჰგავდნენ .უყურებდნენ ერთმანეთს უსათაურო უსახელო მზერით და ირგვლივ ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო....ხანდახან ფარდას ვაფარებდი ,რომ ვინმეს არ დავენახე. მრცხვენოდა რას იტყვიან მეთქი.ისინი ადამიანები იყვნენ ,რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს და გარშემომყოფებსაც.მათი ურთიერთობა არ იყო ისეთი ყველა სკვერში ,რომ წააწყდები.ფარდას ამოფარებულს ვინ იცის  რამდენჯერ მიფიქრია შექსპირს ,რომ ამ დროში ეცხოვრა იმ პიესას მათ სახელებს დაარქმევდათქო.ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი ,რომ ეს იყო ურთიერთობა რომელიც გაუძლებდა ყველა სეზონს ,გადაიტანდა ყველა ქარიშხალს და თუნდაც ძალიან მცხუნვარე მზეშიც კი არ გახუნდებოდა...მათ ერთმანეთის არსებობა ახარებდათ მე კიდევ ის ,რომ რეალურ ცხოვრებაში ვუყურებდი ძალიან მაგარ დრამას ,რომელიც არ გადიოდა არც კინოთეატრის და არც ტელევიზორის ეკრანზე არამედ იზრდებოდა და ძლიერდებოდა ჩემი ფანჯრის წინ.ვხედავდი ურთიერობას სადაც ძალიან ცოტას საუბრობდნენ ,თუმცა ყველა ჟესტი,ყველა მოძრაობა მარტივად გასაგები იყო...არც გაწითლება ,არც დამორცხვება,არც თავის მოკატუნება არ დამინახავს არც ერთხელ,როგორც სხვა მოსაწყენი ადამიანების შემთხვევაში...მეგონა იმდენად მაგარი ისტორიის მოწმე გავხდი კარგ რომანს დავწერდი ამ ამბავზე,თუმცა ერთ დღესაც ჩვეულებრივ იმის შიშით ,რომ ვინმეს არ დავენახე ფარდა გადავაფარე და დასაძინებლად წავედი,მეორე დილით კი ყველაფერი გადასხვაფერდა,სამყაროს ძველი ფერი დაუბრუნდა,განაცრისფრდა...წყვილი გაქრა ,ამბავი დასრულდა, იმედები გაცრუვდა...არ ვიცი ,რომელმა რომელს თუმცა აუცილებლად სიცარიელე და ტკივილი დარჩა ერთ-ერთის გულში...სიყვარულის ისტორია რომელსაც ისეთი დასაწყისი ქონდა ყველა ,რომ ისურვებდა ჭკვიანიც და შტერიც ისე გაიბნა ,როგორც გაწყვეტილი მძივის ბურთები...მე კი დავრჩი ხელცარიელი და ამ ამაღელვებელი სიყვარულის შემქმნელებმა იმდენად უბადრუკად დაასრულეს ყველაფერი,რომ რომანი კი არა მოთხრობაც არ გამომივიდა...რამდენიმე თვემ განვლო ის ბიჭი კი ნაპირ ჩამომტვრეულივით რამდენჯერმე დაუბრუნდა იმ ადგილს სადაც ადრე მარტო არ იყო,თითქოს რაღაც დარჩა და მოსაძებნად დაბრუნდა,თუმცა უკან მაინც ხელ ცარიელი წავიდა ...გოგო არც ერთხელ არ დაბრუნებულა.ჰოო ასეა ზოგისთვის ადვილია წერტილის დასმა და ყველაფერის ახალი ფურცლიდან დაწყება ,ზოგისთვის არა.
სამწუხაროა,რომ მხოლოდ მსახიობებს შეუძლიათ ძლიერად შეყვარებულის, ერთი ნახვით შეყვარების გათამაშება და როცა სპექტაკლი მთავრდება ყველაფერი რაზეც სპექტაკლის მსვლელობის დროს ფიქრობ და განიცდი თეატრის დარბაზშივე რჩება.სიყვარულია იქამდეა,  სანამ არ მოგბეზრდება მეორე ადამიანის მოტყუება...

Comments

Popular posts from this blog

შეშლილი ჟურნალისტი ქალი

როგორ შევხვდი сovid 19-ს

როგორ დავწეროთ სცენარი