შეყვარებულის გარეშე


შეყვარებული არ მყავს და არც არასდროს მყოლია ,თუმცა დედაჩემს ,რომ კითხოთ,მას სულ აქვს ეჭვი,რომ შეყვარებული ვარ.
  აქამდე შეყვარებულის გარეშე იმიტომ დავდივარ ,რომ სამუდამო სიყვარულის მჯერა და არა ას წლიანის.არასოდეს დავარქმევ სიყვარულს ურთიერთობებს ,რომლებიც იყო და აღარ არის
.პატარ-პატარა ადამიანები ყოველთვის ყველას ცხოვრებაში ჩნდებიან ,თუმცა დიდხანს ვერასოდეს რჩებიან... მე კიდევ მგონია ,რომ საათი ვერ გიჩვენებს იმ დროს ,რომელიც სიყვარულში გადის, ეს დრო ადამიანის თვალებში ჩანს ,ადამიანის რომელიც თითქოს ნიღაბს იხსნის  და სახეს გიშვერს ,რომ დიდხანს უყურო  და მისი ყველა ნაკვთი დაიმახსოვრო ,რომ ვეღარასდროს ვერ დაივიწყო...
ადამიანები მოუთმენლები ვართ ,ვიღაც წამიერად მოგვეწონება და იმისთვის ,რომ მასაც მოვეწონოთ მზადვართ საკუთარი თავი ჯიბიდან ამოვიღოთ და მივაწოდოთ მას ,როგორც რაიმე ნივთი, და ასე ვფიქრობთ ეს ყველაფერი სიყვარულის დასაწყისია ,სინამდვილეში კი ჩვენ არც ჩვენი თავი გვიდევს ჯიბეში და ვერც იმ ადამიანამდე მივდივართ ,რაცარუნდა გაკვალული ბილიკი იყოს.სიყვარული არ უნდა ეძებო ,თავისით უნდა მოვიდეს  ,ყოველგვარი საუკეთესო ვარიანტის არჩევის გარეშე...
პატარაობაში შოკოლადს ,რომ მყიდულობდნენ პატარ -პატარა ლუკმებს ვკბეჩდი ხოლმე ,რომ რაც შეიძლება გამხანგრძლივებოდა სიამოვნება ,ასე უნდა მოვექცეთ ადამიანებსაც...
ადამიანები ძალიან ვჩქარობთ და მერე ისე ხდება ,რომ საკუთარი სიყვარული გვიღებს ბოლოს ,ცოტახნით გვყოფნის ბედნიერება და მერე ერთმანეთის ატანა აღარ შეგვიძლია.ეს გოგო მე არ მგავს მე შემიძლია მთელი ცხოვრება ველოდებოდე ,რადგან ნამდვილი სიყვარული ღირს ლოდინად.მოვა ის ვინც ამიტანს ჩემი მოსაწყენი ცხოვრებით და არასოდეს გამეფიქრება ,რომ წავა... მოვა და სამუდამოდ დარჩება ჩემთან...სხვა თუ არაფერი მე არ დავემსგავსები იმ უთავმოყვარეო გოგონებს ,რომლებიც უამრავ დროს კარგავენ ტირილში ,და ბედის წყევლაში,რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ,რომ არ უმართლებთ,მე არასოდეს დავემსგავსები გოგონებს ,რომლებიც ცხოვრების გაგძელებას გათხოვების გარდა ვერაფერში ხედავენ... მოვა და სამუდამოდ დარჩება, ჩემთან ერთად შევა ცეცხლშიც კი... დროებითი ბედნიერებისთვის დროის ხარჯვა სისულელეეა ,რადგან დროებითი ბედნიერება თავის მოტყუებაა ,ბედნიერი ან ხარ ან არაა ,აქ შუალედი არ არსებობს...))

Comments

Unknown said…
ძალიან კარგია 😍😍 მომეწონა 😘😍😭 გისურვებ გეპოვოს შენი სიყვარული,აგრამ გირჩევ იმასაც რომ შეიძლება სიყვარული არ მოვიდეს ამიტომ არ თქვა უარი იმაზე რასაც უცებ იგრძნობ და აღიქვამ შენად, შესაძლოა გეგონოს სიყვარული, მაგრამ არ იყოს ამიტომ მიეცი უფლება უყვარდე და გიყვარდეს, ლოდინი არც ისე კარგია, ჯობია ბედნიერი იყო და დაუშვა შეცდომა თუნდაც ერთი ჩახუტების გამო ვიდრე ელოდო და ეს წუთი არ დადგეს ეს დგება მაშინ როცა უარს ამბობ და გახსოვდეს რაც იყო ის არ მეორდება, ამიტომ სიყვარულს გგონია რომ დრო აქვს? სულაც არა შეიძლება მაშინ უფრო.ყოფილიყო ნამდვილი უწინ ბავშობაში ვიდრე დიდობაში ლოდინის მიზეზიც ეს არის! გეშინია გადადგა ნაბიჯი იმისკენ ვინც მოგწონს, რადგან ხვალინდელ დღეზე ფიქრო რომელიც შეიძლება სულ უსიყვარულოდ გათენდეს! სიყვარული ძალიან მაგარია თუნდაც დროებითი მაგრამ სამუდამო! 😉💖💖💖👍👍👍

Popular posts from this blog

შეშლილი ჟურნალისტი ქალი

როგორ შევხვდი сovid 19-ს

როგორ დავწეროთ სცენარი