კინომატოგრაფია შეიქმნა ასე...

კინო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კინომატოგრაფიის ისტორიის შესახებ მცირედი ინფორმაცია მიმეწოდებინა მკითხველისთვის.
მაშ ასე გადავიდეთ გაგრძელებაში...კინემატოგრაფი (ბერძნულად ნიშნავს მოძრაობის აღწერას) - თანამედროვე ხელოვნების ყველაზე პოპულარული მიმართულებაა.კინოს დიდი გავლენა აქვს კულტურასა და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ვსაუბრობთ საყვარელი კინოგმირის ენით, როგორ ვიყენებთ პოპულარულ ფრაზებს ფილმებიდან.კინოს დაბადების თარიღად 1895 წელს მიიჩნევენ, საფრანგეთს კი კინომატოგრაფიის დამფუძნებელ ქვეყანად.
სწორედ საფრანგეთში იმართებოდა "კინომატოგრაფ ლიუმების ჩვენებები" ლიუმერი ეს არის კინოს დამფუძნებელი ძმების- ლუის და ოგუსტასის გვარი მათ შექმნეს საკუთარი აპარატი "სინემატოგრაფი" ლიუმერებს არც უფიქრიათ, მათი გამოგონება ხელოვნების ახალი დარგი რომ იყო.ისინი კინომატოგრაფს მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის იყენებდნენ.

ინო თავდაპირველად უხმო იყო ,მაგრამ "დიდმა მუნჯმა" როგოც მას უწოდეს,სულ რაღაც სამი ათეული წლის განმავლობაში ნამდვილი სასწაული მოახდინა.აღსანიშნავია,რომ ყველა დროის 12 საუკეთესო ფილმს შორის ,რომელიც 1895 წელს დაასახელეს , 9 მუნჯი ფილმი იყო.მუნჯი ფილმი ,ისე როგორც კინომატოგრაფია ერთბაშად არ შექმნილა.კინოს დაბადების შემდეგ დიდმა დრომ განვლო და 1916 წელს შეიქმნა პირველი მუჯური ფილმი.ეს იყო ამერიკელი რეჟისორის , დ.გრიფიტის ფილმი "მოუთმენლობა" 1914 წელს გრიფიტმა პირველმა გამოიყენა ფილმში ტიტრები,რაც სიტყვების მაგივრობას წევდა. 1915 წელს დევიდ გრიფითმა პირველმა დანერგა კომბინირებული გადაღება. ევროპასა და ამერიკაში გაიხსნა მრავალი კინოთეატრი. 1912 წელს გადაიღეს პირველი მხატვრული ფილმი, რომელიც არა წუთები, არამედ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.ფილმში შემოსულმა სცენებმა ,დიალოგებმა და ადამიანურმა ურთიერთობებმა სიტყვების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, ასე დაედო სათავე- ხმოვან კინოს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხმის აპარატი ,ჯერ კიდევ 1906 წელს ი.ლოსტმა გამოიგონა ,თუმცა ვერ მოხერხდა მისი გამოყენება, რადგან არ შეეძლოთ ხმისა და კადრების სინქრონში გადმოცემა.
სწორედ ამ მიზეზით დაიგვიანა ხმამ და "დიდი მუნჯი " 1927-1929 წლებში ალაპარაკდა. ჩარლი ჩაპლინი ეწინააღმდეგებოდა ხმას.მას სიტყვა კინოს თვითმკვლელობად მიაჩნდა,წინააღმდეგობის მიუხედავად ხმა და სიტყვა კინოს განუყოფელ ნაწილად იქცა.
კინო ხელოვნებიდან დიდ ბიზნესად გადაიქცა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში კინოს მსოფლიო ცენტრი გახდა ქალაქი ჰოლივუდი, კალიფორნიაში. აქაური თბილი კლიმატი და ლანდშაფტი საშუალებას იძლეოდა მთელი წლის განმავლობაში გადაღებულიყო ფილმები.თანამედროვე კინოხელოვნება
დიდი ინდუსტრიაა,
განსაკუთრებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის და ისეთ მსხვილ კორპორაციებს, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატების "ჰოლივუდი", ინდოეთის "ბოლივუდი", საფრანგეთის "სინემა+", დიდი შემოსავალი მოაქვთ.

Comments

Popular posts from this blog

შეშლილი ჟურნალისტი ქალი

როგორ შევხვდი сovid 19-ს

როგორ დავწეროთ სცენარი