Posts

შეშლილი ჟურნალისტი ქალი

Image
ჩემი ღიმილის გავლენა იმდენად ძლიერია ,რომ სიკეთედ ითვლება.ამიტომ ვავრცელებ უფრო მეტს და მეტჯერ. მე გამუდმებით ვეძებ პასუხებს და მიზეზებს თუ რატომ გრძნობს ვიღაც თავს კარგად ან ცუდად,ვინ იპოვნეს და ვინ დაკარგეს,ვინ ძებნილია და ვინ დამნაშავე,რატომ უყვართ ან არ უყვართ,რატომ ცემეს ,სად მოკლეს და ეს ძებნა ზოგჯერ იმდენად მძიმეა ენერგიას მაცლის,თუმცა ახლა ემოციების დრო არ არის  ვიღიმი და გზას ვაგრძელებ.ასე თავს ვიმხნევებ და ძალებს ვიკრებ ,არაუშავს შემდეგში კიდევ უფრო რთული იქნება...ვეგუები... თქვენც გაიღიმეთ განიტვირთებით. დღე უფრო მარტივი გადასატანი გახდება თუ მხიარულად დაიწყებთ. როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ ,ღიმილი ცვლის ჩემს განწყობას ,თითქოს ატყუებს ტვინს და ამით ბედნიერს მხდის. ცხოვრება სარკეს გავს როგორი განწყობითაც ჩაიხედავ ისეთივე იქნება გზა. მე მჭირდება ,რომ მისმენდნენ რაც შეიძლება მეტგან და მეტჯერ ამიტომ ვინარჩუნებ კარგ განწყობას ყველაზე რთული დღის შემდეგაც კი. უბედური და დაღლილი ვერავის ვერ მოვიზიდავ.მე ვალდებული ვარ შევცვალო სამყარო ,ცუდ ნიუსებს არ მივცემ უფლებას ჩააქროს ღიმილის მიზე

როგორ შევხვდი сovid 19-ს

Image
  ჯერ კიდევ მაშინ , როდესაც ქართული საინფორმაციო სააგენტოები აქაიქ ავრცელებდნენ ინფორმაციას ახალი ჩინური ვირუსის შესახებ , უცხოურ მედიასაშუალებებში განგაშის სიგნალი იყო ჩართული , თუმცა მეც სხვების მსგავსად ზედაპირულად   ვსქროლავდი   ნიუსებს  ვფიქრობდი ჩინეთიდან ძალიან შორს ვართ და შიშის მიზეზი არ გვაქვს. მოკლედ  ვაგრძელებდი ცხოვრებას ჩვეულებრივ . .. დასაწყისში არავის წარმოედგინა ,რომ ერთ დღეს მოგვიწევდა შენიღბული სიარული და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა მეგობრებთან ,მეზობლებთან და ოჯახის წევრებთანაც კი... როდესაც ვუყურებდით ,ვუსმენდით და ვკითხულობდით ,როგორ უმოწყალოდ კლავდა ვირუსი ჩინელებს დიდად არც განვიცდიდით და იმასაც ხშირად ვამბობდით ყველაფერს ,რომ იყრიდნენ პირში იმიტომ დაემართათო... კოვიდ ზე მეტად ვუჰანის ხორცის ბაზრობის კადრებბმა შეძრა მსოფლიო.ვწყევლიდით და ვლანძღავდით ჩინელებს და მგონი რაც მათ ვუსურვეთ ჩვენვე დაგვიბრუნდა უკან უმოკლეს დროში. მერე ვირუსმა იფეთქა იტალიაში და სხვების არ ვიცი ,თუმცა ჩემი კოვიდური შიშები სწორედ აქედან დაიწყო... როდესაც გამახს

როგორ დავწეროთ სცენარი

Image
  რა არის სცენარი ? სცენარი არის ხმის , გამოსახულების , ქცევისა და დიალოგების ერთობლიობა რომელიც იწერება , ფილმის ან სატელევიზიო გადაცემის შესაქმნელად . სცენარზე ხშირად რამდენიმე ადამიანი მუშაობს . განიხილავს , გადაწერს და ცვლის მის შინაარს . არსებობენ სცენარისტები რომლებიც მხოლოდ დიალოგებზე მუშაობენ , დიალოგების წერის სირთულიდან გამომდინარე . არსებობენ ასევე რეჟისორები , რომლებიც მხოლოდ საკუთარი სცენარით აკეთებენ ფილმებს . კინო და ტელევიზია გამოსახულებითი მედიუმია , რაც იმას ნიშნავს , რომ როდესაც სცენარზე მუშაობ უნდა იფიქრო გამოსახულებაზე , განათებაზე , ხმაზე და პერსონაჟებზეც კი , რომელსაც შემდგომში მსახიობები განასახიერებენ .   ნიმუში ინტერნეტში უამრავი ცნობილი თუ უცნობი სცენარის ნიმუში მოიძებნება . უნდა წაიკითხოთ რაც შეიძლება მეტი მათგანი . დასაწყისისთვის აუცილებელია საყვარელი ფილმების სცენარებს გაეცნოთ , ეს საშუალებას მოგცემთ უკვე ნანახი ფილმი და სცენარი ერთად გაიაზროთ , გააცნობიეროთ რა - როგორ

უკანასკნელ ხუთ თვეზე...

სივრცე სავსეა ოქტომბრით ...ეს შემოდგომაც წარსულს ემატება...როდესმე დადგება დრო ,როცა ამ დღეებზე დავწერ წარსულ დროში და გავიღიმებ ,რომ ეს ყველაფერი უკვე განვლილია...

მე რომ განათლების მინისტრი ვიყო..

მე რომ განათლების მინისტრი ვიყო გადავდგებოდი.,.  ავდგებოდი დავწერდი განცხადებას , ჩავალაგებდი ნივთებს და წავიდოდი სახლში.დავჯდებოდი დივანზე ტელევიზორთან და შევხედავდი ჩემს შემცვლელს ,რომელიც ყელამდე ჩაიკარგებოდა ჩემგან დატოვებულ პრობლემებში.ცინიკურად გავიღიმებდი ,როცა ჩემი შემცვლელი დანგრეული განათლების სისტემის ხელახლა აშენებას შეუდგებოდა.

თქვენს ქვეცნობიერში შეღწევას ვცდილობ

ფეისბუქზე ხშირად მწერენ რატომ აღარ წერ რამე ახალსო და აი გადავავლე თვალი განვლილ რამოდენიმე დღეს ,მოვუხმე შთაგონებას და წერა დავიწყე...

რამ დაგაღონა???

რამ დაგაღონა ასე ,რომ სულ ტირი.ჩამოგიშვია ხელები დაბლა და თავდახრილი დადიხარ. რა დააშავე ამოდენა ,რომ აუკრძალე საკუთარ თავს ზემოთ ახედვა.